პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: დავიცვათ ბუნება დაბინძურებისგან!
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთებისგან ახალი ნივთების დამზადება, რათა არ მოხდეს სახლში არსებული გამოუსადეგარი ნივთებით გარემოს დაბინძურება.
3.პროექტის აქტუალობა: გარემოს დანაგვიანება ნარჩენი მასალებით მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეიყვარონ ბუნება, შეეჩვიონ შრომას, განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი, II კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა ნივთებს, მოეწყობა გამოფენა, ამასთან მოხდება სხვა ბავშვების დაინტერესებაც.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, რომლის საშუალებითაც ვაჩვენებთ იდეებს, ნამუშევრებს; ყველა ის გამოუსადაგარი ნივთი, რომელსაც ბავშვები მოიპოვებენ სახლში.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებისთვის პრეზენტაციის ჩვენება, რომელშიც ნახავენ რომ ბუნებას ჩვენი დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, შემდგომ მოხდება სხვადასხვა ნივთების შეგროვება და ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ბოლოს მოეწყობა საკლასო გამოფენა.
10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური სისტემების მოწყობასა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: თეონა დიასამიძე
12.ხელმძღვანელის ელფოსტა: tekle.diasamidze12345@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდის ან ბლოგის მისამართი:
https://teonadiasamidze.blogspot.com/
აქტუალური თემაა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა და მათი წვლილი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ReplyDeleteსაინტერესო პროექტია ! :)
ReplyDeleteასეთი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ისწავლონ ,როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას და გააცნობიერონ, რომ ჯანსაღი გარემო ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფაა.
ReplyDelete